სამოდელო გაკვეთილები

2 გაკვეთილი --

გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული
სამოდელო გაკვეთილის გეგმა

საგანი:    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
გაკვეილის თემა:   „ხელნაწერი წიგნები“
მასწავლებელი:  ლალი კუპრაშვილი
 სწავლების საფეხური:  დაწყებითი
კლასი:    V
მოსწავლეთა რაოდენობა:   18 .  კლასში სსსმ მოსწავლე არ არის.
საგაკვეთილო დრო:  45 წთ
სასწავლო მიზნები:
·         უძველესი ხელნაწერი წიგნის მნიშვნელობისა და მხატვრული გაფორმების პრინციპების გაცნობიერება.
·         გამჭოლი კომპეტენციების, კერძოდ  ,,წიგნიერების“  განვითარების მიზნით    მოცემულ ტექსტზე მუშაობა
·         შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში  გამოყენება.
·         შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევის განვითარება.
·         საპრეზენტაციო უნარ-ჩვევის განვითარება.

ეროვნული სასწავლი გეგმით  გათვალისწინებული შედეგი:
 ს.გ.V.4.  მოსწავლეს შეუძლია გრძნობების და იდეებ ასახვ  ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ირჩევს გამომსახველობით ხერხებს და მასალას ნამუშევარში ჩანაფიქრის უკეთ გადმოსაცემად;
·           გამოსახავს საყვარელ ლიტერატურულ გმირებს და ცდილობს მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გადმოცემას.

ს.გ.V.5.  მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმს და შეასრულს სხვადასხვა სახისსამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
·           ქმნის დეკორატიულ და გამოყენებით ნამუშევრებს;
·           კინძავს  წიგნებს;



მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.V.7.   მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურნამუშევრები და მიღებული ცოდნის საფუძველზე მსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·    საუბრობს საკუთარ და/ან სხვის ნამუშევრებზე და ასაბუთებს, რატომმოსწონს ან არ მოსწონს რომელიმე მათგან;
·    საუბრისას იყენებს შესაბამის ტერმინებს;

გაკვეთილის მსვლელობა
N
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო
რესურსი
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1
გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი ესალმება კლასს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს და აცნობს  გაკვეთილის თემას,  მიზანსა და შეფასების რუბრიკებს.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
სლაიდ-შოუ,კომპიუტერი,
პროცესორი,
შეფასების რუბრიკა
2 წთ
მოსწავლეებს ეცოდინებათ  გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები
2
საშინაო დავალების შემოწმება:
მოსწავლეები დაყოფილი არიან 4 ჯგუფად. თვითოულ ჯგუფს დავალებული აქვს  სულხან-საბა ორბელიანის ერთ-ერთი იგავის მიხედვით შექმნას წიგნი და გააკეთოს მისი პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი თითოეული ჯგუფის  წევრებს უსვამს კითხვას:
1.      რა იყო საინტერესო ამ იგავში?
2.      რომელი პერსონაჟი მოეწონა და რატომ.
3.      რა დასკვნის გამოტანა შეუძლია ამ იგავიდან?
პრეზენტაცია










კითხვა-პასუხი
მთელი კლასი










მთელი კლასი
1.სულხან- საბა ორბელიანი იგავ- არაკების კრებული.
2.თაბახის ფურცლები
3. ფერადი ფანქრები.
4. სტეპლერი
8
საშინაო დავალების შემოწმებით მასწავლებელი იგებს თუ როგორ გაიაზრეს მოსწავლეებმა იგავ- არაკის შინაარსი და როგორ შექმნეს წიგნები. რა მასალა გამოიყენეს დავალების შესასრულებლად.

  ეს დავალება მოსწავლეებში ავითარებს  შემოქმედებით და პრაქტიკულ უნარ-ჩვევას.

ასევე, დავალება ამყარებს საგანთა, კერძოდ  ხელოვნებასა და ქართულ ლიტერატურას შორის კავშირს.

3
მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკის ,,ძალა ერთობაშია“ ინსცენირებას.
როლური თამაში
ინდივიდუალური
სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი ,,ძალა ერთობაშია“.
3 წთ
 მოსწავლეები პერსონაჟების გაცოცხლებით უკეთ გაიაზრებენ ტექსტის შინაარსს.
იმსჯელებენ, თუ რა სიბრძნეს გვასწავლის აღნიშნული იგავი.

4
გამოწვევის ფაზაზე მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ისაუბრონ წიგნის მნიშვნელობაზე. სვამს კითხვებს:
·         რომელი წიგნი წაგიკითხავთ?
·         შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ ავტორი?
·          წიგნის რომელი პერსონაჟი დაგამახსოვრდათ და რატომ?
·          წიგნის რომელ გმირს მიბაძავდით და რატომ?
·         გინახავთ თუ არა ძველი ხელნაწერი წიგნები?
·         როგორ  და სად იქმნებოდა უძველესი წიგნები?
·         თქვენი აზრით რა მნიშვნელობა აქვს წიგნს?
კითხვა- პასუხი










მთელი კლასი
5 წთ
 მოსწავლეთა მოტივირებისა და ინტერესის ამაღლება.
მოსწავლეები იხსენებენ წაკითხულ წიგნებს. მსჯელობენ დადებით და უარყოფით პერსონაჟებზე.
 ხოლო  მასწავლებელმა გამოავლინა/  თუ რა იციან მოსწავლეებმა უძველესი ხელნაწერი წიგნების შესახებ.



5
სიღრმისეული წვდომის ფაზა-
მასწავლებელი  თვითონ არ ხსნის ახალ გაკვეთილს. ის ურიგებს მოსწავლეებს კითხვებს ახალი გაკვეთილიდან, და შემდეგ
,წიგნიერების „ განვითარების მიზნით მოსწავლეებს სთხოვს  გადაშალონ სახელმძღვანელო და  ყურადღებით წაიკითხონ ახალი გაკვეთილის ტექსტი. კარგად გაიაზრონ და ისე უპასუხონ კითხვებს .
ინსტრუქტაჟი





სახელმძღვანელოზე მუშაობა
წყვილებში
სახელმძღვანელო
5 წთ
 ტექსტზე მუშაობა და კითხვებზე პასუხის გაცემა გამჭოლი კომპეტენციის , კერძოდ , ,,წიგნიერების“ამაღლებას უწყობს ხელს.
6
 სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ, მასწავლებელი  კითხვებთ  ამოწმებს, თუ რა ინფორმაცია მოიძიეს   მოსწავლეებმა სახელმძღვანელოდან და რა გაიგეს ახალი.
კითხვა -პასუხი
მთელი კლასი
5 წთ
მოსწავლეები  შეიტყობენ ინფორმაციას ძველი ხელნაწერი წიგნების შესახებ, სად, როგორ  და ვის მიერ იქმნებოდა ეს წიგნები.
.
7
მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეო-ფილმს  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით  და კვლავ ამოწმებს , რა გაიგეს მოსწავლეებმა ახალი
კითხვა -პასუხი
მთელი კლასი
ნაწყვეტები  ვიდეო-ფილმიდან ,,ხელით ნაწერი განძი“.
კომპიუტერი .
პროცესორი
5 წთ
მედია წიგნიერების ამაღლება.
 მოსწავლეები ტექსტიდან წაკითხულ ინფორმაციას   შეავსებენ ვიდეო მასალის საშუალებით.
და იმსჯელებენ თუ რა გაიგეს.
8
გააზრებისა და რეფლქსიის ფაზაზე აღწერა:     მასწავლებელი სლაიდ-შოუს საშუალებით აჯამებს, აზუსტებს  და  ახარისხებს მოსწავლეთა  მიერ მოძიებულ მასალას და უცხო სიტყვებს წერს დაფაზე.
მინი- ლექცია
მთელი კლასი
სლაიდ-შოუ.
პროცესორი ,
კომპიუტერი
5 წთ
მოსწავლეებიგააცნობიერებენ უძველესი ხელნაწერი წიგნის მნიშვნელობასა და მხატვრული გაფორმების პრინციპებს
9
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს თაბახის ფურცლებზე დაწერონ უძველესი ხელნაწერის მსგავსი ნიმუში. ნამუშევარი გააფორმონ თავსართ- ბოლოსართით და საზედაო ასოებით,  სამუშაოს შემდეგ  მოაწყონ მინი-გამოფენა.
პრაქტიკული მუშაობა
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო
გვ. 96
10 წთ
შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში  გამოყენება.
შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევის განვითარება.
10
 გაკვეთილის შეჯამება,  მოსწავლეთა შეფასება. დავალების მიცემა
მასწავლებელი აჯამებს თუ როგორ ჩაიარა გაკვეთილმა და აძლევს  მოსწავლეებს, როგორც განმავითარებელ, ასევე განმსაზღვრელ შეფასებას  წინასწარ მომზადებული შეფასების კრიტერიუმებით.
ვერბალური კომუნიკაცია
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო,
შეფასების რუბრიკები
2 წთ
ჩატარებული გაკვეთილის შეჯამება,
მასწავლებელი არკვევს რამდენად  შედეგიანად წარიმართა გაკვეთილი.

სხვა საგნის მასწავლებლებისათვის მოცემული გაკვეთილი შესაძლოა საინტერესო იყოს   ქართული ლიტერატურისა და ისტორიის პედაგოგებისათვის
რესურსები:
·         სახელმძღვანელო :    ნ. მაჭარაშვილი,   5კლ.  ,,ხელოვნება“.
·         სულხან-საბა ორბელიანის ,,იგავ-არაკების კრებული“
·         სახატავი მასალა: ფანქრები, საშლელი, სახატავი ფურცლები
·         კომპიუტერი, პროექტორი
·         სლაიდ- შოუ



შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
1-4 ქულა
5-6 ქულა
7-8ქულა
9 ქულა
10 ქულა

გაკვეთილზე აქტიურობა
 არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
სუსტად, არა საკმარისად აქტიურობს, უჭირს პასუხის სწორად გაცემა
პასუხობს
კითხვებს, აქტიურობს , მაგრამ ეშლება ტერმინები

 აქტიურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.სათქმელს ნათლად და გასაგებად გადმოცემ, მაგრამ
პასუხს აკლია დამაჯერე
ბლობა
ატიურად მონაწილეობს სა გაკვეთილო პროცესში.სათქმელს ნათლად და გასაგებად გადმოცემს,
 კითხვებზე ადეკვატურად პასუხობ

პრაქტიკული სამუშაო
უჭირს სასურათე სიბრტყეზე კომპოზიციური განაწილება
 ხარვეზებით შეუძლია სასურათე სიბრტყეზე კომპოზიციური განაწილება
 მცირე ხარვეზებით  შეუძლია სასურათე სიბრტყეზე კომპოზიციური განაწილება. მხატვრულად აფორმებს ტექსტს.
  შეუძლია სასურათე სიბრტყეზე კომპოზიციური განაწილება. მხატვრულად აფორმებს ტექსტს.
 სწორედ შეუძლია სასურათე სიბრტყეზე კომპოზიციური განაწილება. მხატვრულად აფორმებს ტექსტს. იცავს ძველი ხელნაწერი წიგნების გაფორმების წესებს.


კითხვები ტექსტზე მუშაობის შემდეგ
·         სად იქმნებოდა უძველესი ხელნაწერი წიგნები?
·         დვილი იყო თუ არა  ხელნაწერი წიგნების შექმნა?
·         რას ანიჭებდნენ გადამწერები  დიდ მნიშვნელობას?
·         რას აფორმებდნენ  გადამწერები განსაკუთრებულად?
·         რა არის მინიატურა?
·         რა არის საზედაო ასო?
·         რა არის პერგამენტი?
·         რაზე წერდნენ ძველ ეგვიპტეში?
·         პირველად სად გამოიყენეს პერგამენტი?
რა ნახატები გამოიყენებოდა ,,თავსართ-ბოლოსართად"


ყვარელი, ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ლალი კუპრაშვილი
რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე

2018 წლის 2 აპრილს მე-5 კლასში  ჩავატარე გამჭოლი კონპეტენციებზე, კერძოდ,                 ,,წიგნიერება-მედია წიგნიერებაზე“ ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ხელოვნებაში.  გაკვეთილის თემა იყო  ,,ხელნაწერი წიგნები“.
გაკვეილის მიზანი :
·         უძველესი ხელნაწერი წიგნის მნიშვნელობისა და მხატვრული გაფორმების პრინციპების გაცნობიერება.
·         გამჭოლი კომპეტენციების, კერძოდ  ,,წიგნიერების“  განვითარების მიზნით   მოცემულ ტექსტზე მუშაობა, ,,მედია -წიგნიერების განვითარების მიზნით ვიდეო რგოლის ჩვენება.
·         შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში  გამოყენება.
·         შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევის განვითარება.
·         საპრეზენტაციო უნარ-ჩვევის განვითარება.

  წიგნიერების განვითარების მიზნით გამოვიყენე საშინაო დავალებაში სულხან-საბა ორბელიანის ,,იგავ-არაკები“, ასევე, ტექსტი სახელმძღვანელოდან ,,ხელნაწერი წიგნები“ .  ხოლო, ,,მედია წიგნიერების განვითარების მიზნით“ ვუჩვენე მოსწავლეებს ნაწყვეტები ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმიდან ,,ხელით ნაწერი განძი“.
 გაკვეთილის გეგმა შევადგინე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით, გავითვალისწინე  ესგ-ით განსაზღვრული შედეგები.
ამ გაკვეთილისათვის წინასწარ მოვამზადე  რესურსის სახით სლაიდ -შოუ, რომლითაც მოსწავლეებს წარვუდგინე როგორც გაკვეთილის თემა და მიზანი, ასევე ფოტო მასალა ახალ თემასთან დაკავშირებით.
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს  გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და მუშაობის ფორმა. შემდეგ. შევამოწშე საშინაო დავალება. ბავშვებს დავალებული ჰქონდათ შეექმნათ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით წიგნები ილუსტრაციებით.  ამ აქტივობაში ჩართული იყო მთელი კლასი, პრეზენტატორებმა გააკეთეს პრეზენტაცია და ისაუბრეს იმის შესახე თუ როგორ აკინძეს წიგნები.  ასევე ისაუბრეს იგავ-არაკის გმირებზე, მათ დადებით და უარყოფით თვისებებზე. ამ აქტივობამ მოსწავლეებს განუვითარათ წიგნიერების,  შემოქმედებითი, პრაქტიკული  და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები.
  გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეთა მოტივირებისა და ინტერესის ამაღლების მიზნით დავუსვი კითხვები წაკითხული წიგნების შესახებ.
მოსწავლეებმა გაიხსენეს წაკითხულ წიგნები. იმსჯელეს დადებით და უარყოფით პერსონაჟებზე. ამ აქტივობამ ფაქტობრივად მოამზადა მოსწავლეები ახალი  გაკვეთილისათვის.
შემდეგ, მოსწავლეებს წყვილებში დავურიგე ბარათები, რომელზეც ეწერა ერთი  კითხვა ახალი გაკვეთილიდან. მოსწავლეებმა ყურადღებით წაიკითხეს სახელმძღვანელოში ტექსტი, გაანალიზეს და ისე უპასუხეს კითხვებს. ამ აქტივობამ წიგნიერების განვითარებას შეუწყო ხელი.
ვიდეო-რგოლის ჩვენებამ მოსწავლეებს  მიაწოდა ახალი ინფორმაცია ხელნაწერი წიგნების შექმნასა და მნიშვნელობის შესახებ. მოსწავლეემა უკეთ გაიაზრეს ხელნაწერების შექმნის პრინციპი.  ბოლოს 2 წთ-ის განმავლობაში შევაჯამე ეს მოძიებული ინფორმაციები სლაიდ-შოუს საშუალებით. ამ აქტივობამ პრაქტიკულ ნაწილში მათ გაუადვილად მუშაობა.
პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეებმა წინასწარ გამზადებულ თაბახის ფურცლებზე სახელმძღვანელოდან გადაწერეს მცირე ზომის ტექსტი.  ჩემს მიერ მიწოდებული ინსტრუქციის მიხედვით, მათ ეს ტექსტი უნდა გაეფორმებინათ ისე როგორც აფორმებდნენ უძველეს ხელნაწერებს-,,საზედაო ასოთი“   და სხვა წესების დაცით. მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩართვნენ მუშაობაში და შექმნეს ძალიან ლამაზი ნამუშევრები. ამით მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს.
გაკვეთილის მსვლელობისას   საჭიროებისამებრ ვაძლევდი მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას, ვცდილობდი კლასში ყოფილიყო კეთილგანწყობილი გარემო და შემენარჩუნებინა ხალისიანი განწყობილება .  საშუალებას ვაძლევდი მოსწავლეებს თამამად გამოეხატათ თავიანთი აზრი და შეხედულება. მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ ვიდეო- მასალა და პრაქტიკული მუშაობა.
ბოლოს შევაჯამებისას გამოიკვეთა რომ გაკვეთილი შედეგიანად დასრულდა. მივაღწიეთ ყველა  იმ მიზანს, რაც გაკვეთილის დასაწყისში დავსახეთ. გაკვეტილი მიმდინარეობდა დინამიურად და თითქმის ყველა მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
 გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით.  თუმცა დამჭირდა მცირე მოდიფიცირება. გაკვეთილის მსვლელობისას ამოვიღე როლური გათამაშება. რადგან, მივხვდი რომ ეს აქტივობა  დროს ტყუილად დაგვაკარგვინემდა. ამიტომ, ეს დრო პრაქტიკულ ნაწილს დავუმატე.
   შეფასება მოვახდინე წინასწარ მოზადებული შეფასების რუბრიკით.
   მართალია, აღნიშნული გაკვეთილით მეც და მოსწავლეებიც კმაყოფილები დავრჩით,  მაგრამ, გაანალიზებისას  მივხვდი  რამდენიმე საკითხს, რასაც შევცვლიდი შემდგომში.
·          ჯერ ვიდეო-მასალას ვაჩვენებდი და მერე მივცემდი მოსწავლეებს ტექტზე სამუშაოს. ხელოვნების გაკვეტილისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქცს თვალსაჩინოებას. ამ შემთხვევაში ვიდეო თვალსაჩინოებას წარმოადგენდა.
·         პრაქტიკულ ნაწილს მეტი დრო დავუთმო.

ეს გაკვეთილი ამყარებს კავშირს ხელოვნებას, ქართულ ენასა და ლიტერატურას და ისტორიას შორის. ამიტომ, საინტერესოა ამ საგნების პედაგოგებისათვის.


                                                          1 გაკვეთილი -


ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმ

საგანი:       
1.      სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
2.      ისტორია
სწავლების საფეხური:     საბაზო
კლასი:        V II
პედაგოგი:      ლალი კუპრაშვილი             
გაკვეთილის  თემა:     ,,დიდი ყორღანების ეპოქა“

გაკვეთილის მიზანი : 
·         ძველი საქართველოს ისტორიული მიმოხილვა
·         ვანის, წნორისა და თრიალეთის გათხრების შედეგად ნაპოვნი დეკორატიულ- გამოყენებითი ნიმუშების გაცნობა
·         მოსწავლეთა მიერ არგუმენტირებული მსჯელობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევის განვითარება
·         შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევის განვითარება

ხელოვნება
ს.გ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადარს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
·           ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს
; ს.გ.VII.12.          მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე;
·           ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას ვიზუალური ელემენტების მიხედვით;

ისტორია
ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს   ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

გაკვეთილის მსვლელობა
N
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო
რესურსი
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1
გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი ესალმება კლასს და აცნობს  გაკვეთილის თემას,  მიზანსა და შეფასების რუბრიკებს.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა
2 წთ
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები
2
გამოწვევის ფაზაზემასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს ისტორიიდან არქეოლოიური გათხრების შესახებ და ცოდნის გასააქტიურებლად სვამს რამდენიმე შეკითხვას:
1.      რა არის არქეოლოგია?
2.      რის საფუძველზე ხდება არქეოლოგიური გათხრების წარმართვა?
3.      რატომ ეწყობა არქეოლოგიური ექსპედიციები?
4.    რა სპეციალობის ადამიანები მონაწილეობენ არქეოლოგიური გათხრების პროცესში და რა დანიშნულება აქვს თვითოეულ მათგანს?
5.    როგორი სახით არის მოღწეული ჩვენამდე გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები?
კითხვა -პასუხი
მთელი კლასი
8 წთ
წინარე ცოდნის გააქტიურება.
მოსწავლეები გაიხსენებენ ისტორიიდან სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრების შესახებ. იმსჯელებენ გათხრების მნიშვნელობაზე
3
 მასწავლებელი მოსწავლეთა მოტივირებისათვის წამოაყენებს სადისკუსიო თემას ,, რას ვიზამდი, მე რომ ძვირფასი ნივთების ნაწილები ვიპოვო“
მინი-დისკუსია
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
3 წთ
გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაციათემის ირგვლივ. განუვითარდებათ არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევა
4
სიღრმისეული წვდომის ფაზაში-
მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისა  და ყორღანებში აღმოჩენილი საგანძურის  შესახებ
მინი-ლექცია
მთელი კლასი
სახელმძღვანელო,
პროცესორი,
მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდ-შოუ
7 წთ
ახალი მასალის გადაცემა. მოსწავლეები შეიტყობენ
ინფორმაციას საქართველოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისა და ყორღანებში აღმოჩენილი საგანძურის შესახებ
5
გააზრებისა და რეფლქსიის ფაზაზემასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გადახედონ სახელმძღვანელოში შესაბამის გაკვეთილს და
უპასუხონ  კითხვებს
1.      რა არის ყორღანი?
2.      რა ნივთები იპოვეს თრიალეთში გათხრების შედეგად?
3.       კიდევ რომელ ცივილიზაციას გვაგონებს ყორღანების ეპოქა?
4.    რა განსხვავებაა ეგვიპტურ პირამიდებსა და ყორღანებს შორის?
მინი-ლექცია
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
5 წთ
ახალი მასალის გააზრება-გაგება
6
გააზრებისა და რეფლქსიის ფაზაზემასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ინსტრუქციას პრაქტიკული მუშაობისათვის . თვითოეულ ჯგუფს აქვს განსხვავებული დავალება: გააკეთოს პლასტელინისაგან ყორღანებში ნაპოვნი ნივთების მსგავსი ნაკეთობები

1.      სასმისები
2.      სამკაულები
3.      იარაღი
4.      მონეტები
და გააკეთონ მინი-გამოფენა და პრეზენტაცია
პრაქტიკული სამუშაო
ჯგუფური მუშაობა
სახელმძღვანელო,
პლატელინი,
მუყაო,
ფერადი მძივები
15 წთ
 მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან და დაიმახსოვრებენ ყორღანებში აღმოჩენილ ნივთებს და თავიანთი ხელით დაამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობას. 
  განუვითარდებათ პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარ -ჩვევა.
7
 გაკვეთილის შეჯამება და მოსწავლეთა შეფასება.მასწავლებელი აჯამებს თუ როგორ ჩაიარა გაკვეთილმა და აძლევს მოსწავლეებს, როგორც განმავითარებელ, ასევე განმსაზღვრელ შეფასებას  წინასწარ მომზადებული შეფასების კრიტერიუმებით.
ვერბალური კომუნიკაცია
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო,
შეფასების რუბრიკები
2 წთ
ჩატარებული გაკვეთილის შეჯამება












დანართი

შეფასების კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა-განმავითარებელი შეფასება
კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა
დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა
წარმატებულია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული და არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უმრავლესობა ჩართულია, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ყველა ჩართულია და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
ორგანიზე-
ბუ­ლობა (დროის
ლიმიტის დაცვა, საჭირო
აღჭურვილობის ქონა)

ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში და არ აქვთ საჭირო
აღჭურვილობა

უმნიშვნელოდ გადააცდინეს დროს და აქვთ მცირე რაოდენობის საჭირო
აღჭურვილობა

დაიცვეს დროის ლიმიტი და აქვთ საჭირო
აღჭურვილობა

შემოქმედები–
თობა,    
ანუ რამდენად ეფექტურად იყენებს ტექნიკას, მასალას დამხატვრულ-გამომსახველო-
ბით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად


საერთოდ  ვერ იყენებს ტექნიკას, მასალას და მხატვრულ-გამომსახველო-
ბით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად

 
არასაკმარისად იყენებს ტექნიკას, მასალას და მხატვრულ-გამომსახველო-
ბით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად


ეფექტურად იყენებს ტექნიკას, მასალას და მხატვრულ-გამომსახველო-
ბით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად





საპრეზენტაციო უნარების შეფასება
                    
მოსწავლე
შეფასების კრიტერიუმები
შემაჯამებელი ქულა

სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა, კონტაქტი აუდიტორიასთან
0- 3
თვალსაჩინოებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება


0- 4
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა

0- 3
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10

No comments:

Post a Comment